
დაახლოებით 22 წლის ვარ..
მოაზროვნედ მთვლიან, ე.წ ნაკითხ არსებად მივაჩნივარ,როგორც ამბობენ დიდი ადამიანი ვარ, პატარაობიდანვე აზრს მეკითხებიან, თითქოს ჩემი სჯერათ,მაგრამ საქმე- საქმეზე, რომ მიდგა ყველაფერი პირიქით დამანახეს.
მათი აზრით ჩემთვის კარგი უნდათ.. (თითქოს მე მათზე ნაკლებად მიყვარდეს ჩემი თავი)
არადა უბრალოდ მოვიდნენ ამაფორიაქეს. ამრი-დამრიეს და
თავიანთი ჩემში "ვითომ კეთილი" ჩარევებით შეცდომებიც დამაშვებინეს..
არადა მათ გარეშე ყველაფერი შესანიშნავად იყო..
მათი ხმების, "რჩევების" გარეშეც ვცხოვრობდი, მახსოვს..
თანაც საკმაოდ სწორად.
ახლა კი-
არავინ მაცდის ვიყო მთლიანი.
არავინ მაცდის ვიყო მე.
არავინ მაცდის მიყვარდეს ჩემით.
არავინ მაცდის ვიცხოვრო ჩემი ცხოვრებით.
არავინ მაცდის ვიცხოვრო ჩემი ცხოვრებით.
თვითონ მირჩევენ სიყვარულს, გრძნობებს, ცხოვრებას.
ხელების ფათურს ჩემში არ ერიდებიან. თითქოს ბედნიერება
უნდათ ჩემთვის და უნებლიეთ მინგრევენ მას.
და ამ ყველაფრის მერე
მე არ შემიძლია ასეთი სამყაროს ნაწილი ვიყო.
ერთ დიდ ნაჭუჭში არიან მოქცეულები და იქიდან გამოსვლას
არამც თუ ფიქრობენ, არამედ მოსწომთ კიდეც იქ ყოფნა და ცდილობენ მეც იქ შემტენონ, ჩამითრიონ, დამაკონსერვონ, დამალპონ, ერთ დროსა და სივრცეში გამყინონ, თავიანთი აზროვნება ისე მომახვიონ თავს ,რომ გასაქანი არ მომცენ მიყვარდეს ჩემით,ვსუნთქავდე ჩემით, ვფიქრობდე ჩემით.
ვიყო ბედნიერი ჩემით.
შეცდომებზე ვსწავლობდე ჩემით..
თოჯინების თეატრის სათამაშოსავით უნდათ,რომ თვითონ მამოძრაონ, მალაპარაკონ, და თან ისე "გათავხედნენ" ცდილობენ თვითნვე შემაყვარონ..


მათ ხომ სიყვარული დაავიწყდათ..
და არც მე მაცდიან..
თავიანთი ძველიდან გადმონაშთი სტერეოტიპები აქვთ, რომელიც
რატომღაც ჭეშმარიტება ჰგონიათ.
და ამ ყველაფრის მერე
მე არ შემიძლია ასეთი სამყაროს ნაწილი ვიყო.
მერე უკვირთ რატომ არ ვარ მთლიანი.
...
მე მჭირდება სიჩუმე.
სრული სიჩუ-მე.
...
...