ორსულად არა ფეხ-მძიმედ ვარ..მერე რა,უბრალოდ მემძიმება ფეხები... დამეღალა მიწაზე, იატაკზე,ზოგადად ”რამეზე”სიარულით... ვივლიდი არაფერზე..რაღაც ჰაერის მსგავსზე.. თუ რა თქმა უნდა ჰაერი ნიშნავს არაფრობას..იმიტომ, რომ დაბიჯებისგან წარმოქმნილი შეხებით მეწვის უკვე ტერფები...
კანის აძრობა ფეხის ქუსლის ზედა ნაწილიდან დამეწყო.. და მერეე სულ ამძვრა..თუმცა ერთი პლიუსი აქვს ჭუჭყისგან დაბერტყავს შენს სხეულს..როგორც ჩანს წარმოსახვა ზედმეტად სიღრმისეულად მაქვს განვითარებული, რადგან შევხედე თუ არა კანს წამი-წამზე მივხვდი, რომ ზედ შეიძლებოდა დამეხატა... ეს იყო ე.წ პირველი ინსტიქტი მის დანახვისას,თუმცა შთაგონება იმ წამსვე გაქრაა, როცაა ვიგრძენი როგორ მეწვოდა მთელი სხეული..
.როცა კანი აღარ გაქვს გარშემო გრძნობ როგორი წვეტიანია შეხებისას ყველაფერი.
თითქოს საკერავმა მანქანამ გადაგიარაო..აჰ საშინელებაა ქსოვილის ადგილას ყოფნა..ყვირილსაც
კი არსად მიაქვს ტკივილი.გინდება ისევ დაიწებო კანი მაგრამ, რადგან გადააგდე უკეთესი
ალტერნატივისთვის ”სანტავიკიან” ბამბებს იკრობ და თოვლში ამოვლებულს ემსგავსები.. მერე
კი ნელ-ნელა ხმები... ხმები და კანიც გამთელებას იწყებს...როგორ მიყვარს შემხმარი ადგილების
აფხეკვა.. სხეულზე კანის ახევა ადამიანების გაქრობას ჰგავს.. და მერე რა.. მოვა ვიღაც
სხვა და დაგეხმარებაა იმ გამხმარი ადგილების აძრობაში... კანის აძრობა ფეხის ქუსლის ზედა ნაწილიდან დამეწყო.. და მერეე სულ ამძვრა..თუმცა ერთი პლიუსი აქვს ჭუჭყისგან დაბერტყავს შენს სხეულს..როგორც ჩანს წარმოსახვა ზედმეტად სიღრმისეულად მაქვს განვითარებული, რადგან შევხედე თუ არა კანს წამი-წამზე მივხვდი, რომ ზედ შეიძლებოდა დამეხატა... ეს იყო ე.წ პირველი ინსტიქტი მის დანახვისას,თუმცა შთაგონება იმ წამსვე გაქრაა, როცაა ვიგრძენი როგორ მეწვოდა მთელი სხეული..
”იქნებ მოხდეს ვინ იცის, იქნებ სულ ყველაფერიც მოხდეს”-
ამის იმედზე ვარ და მთელ სხეულშია ეს სიტყვები გაბნეული...თითქოს მე ამოვძახი ჩემს
თავს სადღციდან ამ სიტყვებს...და მე ყოველ წამს მათ ვუსმენ.. ვუსმენ და მერე რა?! არც
არაფერი....უცვლელი ყველაფერი...
მერე რა, რომ მიჭირავს პოზიტივები...
მერე რა, რომ მაინც ვერაფერს ვგრძნობ...
მერე რა, რომ მართმევენ ენერგიას, ეს ხომ პოზიტივის
ერთ-ერთი ნაწილია....
მე სულ მეჩქარება... ჩემი ფეხები სულ გარბიან...ზოგჯერ
მოსაბეზრებელიც კია მათი აჩქარება.. ზოგჯერ სასაცილოც...
და მერე რა..... უკანაც ხომ ბრუნდებიან,,,
წვიმები იმდენად გაიშვიათდნენ დამავიწყდა, რომ შემოდგომაა..ალბათ
ზამთარში იწვიმებს.. ბუნებასაც რაღაც აერიაა.. სადღაციდან პიანინოს კლავიშების ხმა
ისმის.. აჰ იქაც რაღაც აერიათ...
რომ მკითხონ მეორედ დაბადების შანსი მოგცემოდა ვის და როგორ ცხოვრებას აირჩევდიო.მე ვუპასუხებდი: მეორედაც მე დავიბადებოდი..ჩემად დავიბადებოდი/
ოღოდ გიტარაზე დაკვრა მეცოდინებოდა, მერე რაა?! ახლაც არაა გვიან.. ვიმღერებდი... აჰ, არც ესაა გვიან... ზოგადად ისევ ჩემივე მეთი დავიბადებოდი, ყველა ჩემი შესაძლებლობით..
მე ხომ ყველაფერი შემიძლია...ამ პირველ ცხოვრებაში დროს სხვა რამეებისთვის გამოვიყენებდი..
მაგრამ... მეორედ დაბადება არ მინდა...ანდაც იქნებ სიკვდილია მეორედ დაბადება?!..ანდაც
რას არ გაიგებს კაცი...
ველოსიპედით ”უგზო-უკვლოს” შემოვივლითქო.. მაგრამ გადაიდო... რაღაცნაირია რეალობა... აი ისეთი მე,რომ არ მეერეეალოება..
ყველაფრის გამო დავეჩვიე წერას...
დღეს მივხვდი, რომ ერთ ფინჯან ყავასაც არ გაიმეტებდა
ღმერთი ჩემთვის...მერე რა...? ესეც ჩაივლის...და ლიმნიან ჩაისაც კი მომართმევს ”კრეკერთან” ერთად.
და ესეც მერე რა?! ესენიც ხომ მალე ისმევ-იჭმევა.. ?!
.jpg)


No comments:
Post a Comment