Friday, July 6, 2012

ხავსმოკიდებული ჩრჩვილისაგან შეჭმულები

(ყირამალა)





მე დავეკიდე......
 რადგან ადამიანობა ზედმეტად პრიმიტიული გახდა ფეხებით დავეკიდე ჭერს.. იქნებ გავანათო კიდეც ნათურასავით... იქნებ ტვინში სისხლის ამობრუნებული მიმოქცევით ყველაფერი ჩემში თავდაყირა დავაყენო...

რა სასაცილოც არ უნდა იყოს ამობრუნებულს მუსიკაა ისევ ისეთი მიმდევრობით მესმის.. მე ვქანაობ.... ისე როგორც ჭრაჭუნა ჭაღი... სარკეში კარგად ვხედავ ამობრუნებულ თმიის ხვეულებს..... ამობრუნებულ თვალებს... ცხვირს... ჭორფლებმა ადგილები გაცვალეს...და ჩემდა უნებლიეთ მეცინებაა...
ფანჯრებში კი ჩანხართ თქვენ..ყოველთვის მავიწყდება ფანჯრების ამოქოლვა... და მხოლოდ მაშინ მახსენდებაა, როცა თქვენ გხედავთ... რაღაც უჩვეულოდ მიწებებიხართ მიწას ფეხებით და ჩემთვის ამობრუნებულები დადიხართ.. მე არ ვმოძრაობ არც ცაზე ,არც მიწაზე... მე ჩემივე შექმნილ ჭერზე ვკიდივარ... ამიტომ ვერ დამითვლით ნაფეხურების საფასურს... თქვენ ხომ ჰაერსაც კი ყიდით...ამიტომ მე დილიდან შევწყვიტე სუნთქვა... მუსიკაა მოვათავსე ამ ოთკუთხედში და მე მისით ვსუნთქავ...
სიძველის სუნი დგას.. რაღაც გაუთავებელი სიძველის.. ვხედავ როგორ ეკიდებათ ნელ-ნელა ხავსი... არ მინდა, რომ შენც შეგეხოს.. არა, გიხდება ხაკისფერი, მაგრამ ხავსის-ფერი არაა..!!!
გაუთავებლად ხმაურობენ.. ზოგიც მკვდარს დაემსგავასა--- საკუთარი გონებით მოკლულს. მათი დაკონსერვების მიზნით ქილებში მოვათავსე ყველა , მაგრამ გამახსენდა, რომ კონსერვები წამლავს... ამიტომ ამოვუშვი.. და ყველა გაიფანტა გზაააბნეული ბუზებივით... ყოველ დღე თითოს ვამსხვრევ... იქნებ ოდესმეე მათი შეწებება ისევ მოვინდომო,.. მაგრამ ეს დამსხვრევაა ისე მსიამოვნებს...მმმ...
ამ ბოლო დროს ყველაფერი მავიწყდება... ალბათ ამობრუნებულობის ბრალიაა... საკუთარი მეხსიერებაც კი დამავიწყდა.. რამდენი ხანიაა არ მიძრომიალია მეხსიერებაში.. აქამდე ჩრჩილის საჭმელად დატოვებულებს გადავხედდავდი...

თავდაყირა ყოფნით იქნებ მეხსიერება დამეფანტოს იატაკზე და მე მათი წაკითხვა დავიწყო?!..ჰმ.. უკეთეს წიგნს ვერც ინატრებს კაცი...
იქნებ მათი მონატრება მომენატრა,,... იქნებ ამიტომ მოეკიდათ ხავსი,, იქნებ ამიტომაც დავუტოვე ჩრჩვილებს საჭმელად...
 ჰოდა ვჭრაჭუნობ ახლაა ჭერზე მონატრებისთვის... 
... ვ-ყირამალაობ ...

No comments:

Post a Comment