
_ნანობ რამეს?
-კი.. პატარაობაში მაგიდის ქვეშ, რომ არ ვიმალებოდი ხოლმე.
უბრალოდ ცხვირზე ერთი ხელის მოკიდებით სუნთქვა, რომ გავიჩერო ეგ მინდა ახლა.
რაღაც უცნაურად დაეწყო ყველაფერი.
რაღაც უცნაურად დაეწყო ყველაფერი.
არაფრად იქცა რეალობა.
ყველამ და ყველაფერმა გარშემო რღვევა იწყეს.
ჩემი ადამიანების მიმართ რწმენის დაკარგვამ ყველაფერი არია.
გარშემო არაფერია.საერთოდ აღარაფერი.საერთოდ აღარავინ.
იმ ადგილებსაც ვერიდები,სადაც ასე მიყვარდა ყოფნა. მათთვის მიყვარდა ყოფნა.
ჩემიანს ყველას და ყველაფერს ვერიდები.
აღარავის ვეძებ.საერთოდ აღარავის.
ახლა სიტყვები აღარც გარეთ ეტევიან.აღარც სხვა სივრცეში. აღაც სხვა ვინმეში
ჩემი თევზივით მხოლოდ ერთ აკვარიუმში მინდა ვმოძრაობდე.. ისედაც არავინ ითევზავებს.წყალი ცივია მასთან.ყინულივით ცივი.იქ თევზსაც ცივა ალბათ. მათგან იმედგაცრუებულ-რწმენადაკარგული გავცურ- გამოვცურავდი მაინც. ისედაც ყველაფერმა რღვევა იწყო..ისედაც რწმენა გაქრა.ისედაც ყველაფერი გაქრა. ადამიანები გაქრნენ. -შეგრძნებებიც
აღარც მენატრებიან. არც მინდა, რომ ვიგრძნო მათი მონატრება. აღარც მინდა ჩავრიო ჩემში მათი სიტყვები და ემოციები. მაინც აღარ მწამს მათი სუნთვისაც კი.
მათ გარეშე სიმსუბუქეს ვგრძნობ. თითქოს მთელი "მე" დავიკელი.თითქოს უწონადობაში გადავვარდი. და იქ ვტივტივებ
ისინი დამრჩნენ ვისგანაც არ ველოდი დარჩენას.. და ისინი გავაქრე ვის გაქრობასაც არ ვისურვებდი აქამდე. ასე ერთი ხელის დაჭერით მომიწია მათი გაქრობა.
მათდამი რწმენის დაკარგვამ ყველაფერი შეცვალა. „ოცნებებმაც მცნებებივით იწყეს რღვევა“.
და ახლა უკვირთ რატომ გეზარება,რომ იყო მთლიანი.
......
ჩემი ტვინი აქრომატულ და ქრომატულ „puzzle“ ტიპის თამაშად იქცა.
და ახლა უკვირთ რატომ გეზარება,რომ იყო მთლიანი.
......
ჩემი ტვინი აქრომატულ და ქრომატულ „puzzle“ ტიპის თამაშად იქცა.
ადრე უფრო მარტივ თამაშს წარმოადგენდა, თუმცა როგორც ჩანს რთული ვერსია მაქვს ჩართული..
ვერა და ვერ ავეწყე ანად.
გარდავიქმენი.
ძარღვები თავისით რომ იწყებენ ფეთქვას და სისხლმა არ იცის საით იაროს.სწორედ მაშინ ვგრძნობ არაფრობას. საკუთარ თავს აღარ ვყოფნი.
გრძნობები ჩემი სხეულიდან სადღაც წავიდნენ და მათ მოსაძებნად თავს აღარ შევიწუხებ.
როცა განვიცდიდი ყველა გრძნობას, როცა მჭირდებოდა იგივეს მიღება, როცა მთელი არსებით მჯეროდა ბავშვური გულუბრყვილობით, როცა შიშველი გულწრფელობა მჭირდა,სწორედ მაშინ შემომარტყეს.
არ გამიფრთხილდნენ. არ უნდოდათ და არ გამიფრთხილდნენ.!!
ვერ აღმიქვეს.ვერ დამაფასეს.სწორი ანა ვერ დაინახეს.
არადა თითქოს ბედნიერება სურდათ ანასთვის, ანასთან, ანათი.
ჰოდა ახლა დავიარები „puzzle” ტიპის თამაშივით.
არ გამიფრთხილდნენ. არ უნდოდათ და არ გამიფრთხილდნენ.!!
ვერ აღმიქვეს.ვერ დამაფასეს.სწორი ანა ვერ დაინახეს.
არადა თითქოს ბედნიერება სურდათ ანასთვის, ანასთან, ანათი.
ჰოდა ახლა დავიარები „puzzle” ტიპის თამაშივით.
არადა ამოვხსენი თითქოს ეს „თავსატეხი“, მაგრამ რაც უფრო მივდივარ სწორ პასუხამდე, მით უფრო იჭუჭყება ყველა და ყველაფერი.
ჰოდა იჭუჭყონ.
მთავარია მე აღარ მტკენენ ამით.
ყველა და ყველაფერი მორჩა ჩემში.
მორჩი.
რაღაც ახალი მესაჭიროება. რაღაც სხვა, რაღაც განსაკუთრებული.რაღაც სუფთა, რაღაც ჩემეული და არა მათთეული.
მორჩი.
რაღაც ახალი მესაჭიროება. რაღაც სხვა, რაღაც განსაკუთრებული.რაღაც სუფთა, რაღაც ჩემეული და არა მათთეული.

No comments:
Post a Comment