ცარიელი ვარ... არც კარგად ვარ, არც ცუდად,არც საშუალოდ, არც ამათ იქით... უბრალოდ ცარიელი ვარ და ველოდები როდის ვიქნები ან კარგად ან ცუდად, ან საშუალოდ ან ამათ იქით..
სასაცილოდ შეიცვალნენ ეს ადამიანები.. ანდაც ასეთები იყვნენ.. ეს იმის მერე მოხდა, რაც საკუთარ თავს დავუბრუნდი.. "საზოგადოებით იკვებეიო" მითხრა ერთმა ჩემზე შეყვარებულმა არსებამ... და მართალიც არის.. მე მხოლოდ გემრიელ ადამიანებს ვეტანები.. ამიტომ ვჭამ ცოტას.. დღეს კი საერთოდ არაფერი მიჭამია..
დავიღალე გონებით დევნით იმ ადამიანების, რომლებიც მანამდე ძალიან მეგემრიელებოდნენ.. გავუცინეე... და მძაღედ იქცნენ...
პრიმიტივიზმი დასჩემდათ.. ჩემს ლაპარაკს ვეღარ იგებენ..
თითქოს მხოლოდ ყურებში უშვებენ და იმის იქით გასაქანს არ აძლევენო. ბოლოს სიტყვები იშლებიან და ნაწილაკების შეწებებას კი ვერ ახერხებენ.. ეს წამებში ხდება.. დრო ნათქვამის სიგრძეზეა დამოკიდებული..
აჰ.. მიწაზე დაშვებულხართ.. მე კი ვცდილობდი ისევ გეფრინათ ჩემთან ერთად ცაში და ზემოდან გეყურებინათ როგორ სწავლობენ სხვები ცურვას წყალში,..მაგრამ თქვენგან მხოლოდ დამცინავი გამომეტყველება მამჩნევია.. დაე ვიფრენ 1-2 გამოცდილ მფრინავთან ერთად..
მონატრებაც სასაცილო იცით... მხოლოდ მაშინ გენატრებით, როცა გჭირდებათ წყლიდან ამოსასვლელად ჩემი დახმარება.. მე დაგეხმარებით..
არადაა როგორ უყვარდათ ჩემს ხელებს თქვენი ხელების დამახსოვრება.
"საბოლოოდ სახლში მისვლა და წამოგორება უსაქმურად ყველაფერს ჯობს"
სახლს მივეჩვიე.. მცურავ არსებებს ჯობს..
ჩემი სახლი ის ადგილია, სადაც ვცარიელდები.. სადაც მაქვს უფლება ვიყო არც კარგად, არც ცუდად, არც საშუალოდ, არც ამათ იქით. დედამიწა დიდია მაგრამ ამის მიუხედავად ხშირად მავიწროვებს. ჩემი სახლისთვის ცოტა კედლები გაუმეტებიათ,რაც სივიწროვეს ქმნის, მაგრამ ისე ვარ, როგორც თევზი წყალში.
ჩემი ოთახი წითელი ღვინის ფერია..უკვე გახუნებული ღვინის ფერი.. ყველგან ფანჯარაა,საიდანაც შეგიძლია გადახტე და ფრენა ისწავლო..
ამ ბოლო დროს ჩემი შექმნილი შთაგონება ხშირად მასიზმრებს თავს.. სახე არ აქვს.. მე ვერ ვიმახსოვრებ.. სახედ შექმნილმა რეალურმა შთაგონებებმა თავი მომაბეზრეს.. თვით შთაგონებას არ ჰყოფნის შთაგონება..ამიტომ შევქმენი ჩემთვის რაღაც სილუეტი.. ყელში უყვარს კოცნა... მმმ რა თბილად იცის..ისეთი თბილად, რომ სიზმრიდან გამოსულს დიდი ხანი ვგრძნობ სითბოებას ყელზე და ზამთარში კაშნის გარეშე მოძრაობაც არ მიჭირს.. გონებაში უყვარს ძრომიალი და ჩემით იკვებება.. მისთვის მე ვარ შთაგონება და ჩემთვის ის.. მასზე უკეთ მაშინ დავწერ, როცა დამიბრუნდება.--შემომიძვრება.. ,რადგან ჩემში შექმნილი შთაგონება ისე დავღალე ,რომ ვასვენებ.. ე.წ შვებულებაში გავუშვი და ვწერ ახლაა ცარიელი.
(იმედია არ მიწყენს მის გარეშე, რომ დავწერე)
No comments:
Post a Comment