Tuesday, February 28, 2012

სახრჩობელა

                                                                                                         
საფეთქლების ტკივილმა გამომაღვიძა.. გამომაფხიზლაა... 
მუსიკის ხმა.. მუსიკის შეუჩერებელი ბგერები ჩემკენ მორბოდნენ...
და ვიგრძენი როგორი ხმა ჰქონდათ, როცა ჩემში შემოიჭრნენ... თითქოს ჩემში წვიმს.... ისე მოძრაობენ ისინი ჩემს ძარღვებში,...წკაპ-წკუპ-წკაპ წკუპ... და შემდეგ თითქოს მთელი ორკესტრი ჰყვებაა ისე ისმის ერთიანი წვიმის ხმა... ვგრძმნობ როგორ აღწევენ სულის მიღმა ღრმულებში...


ვგრძნობ როგორ ფეთქავენ სულის აკორდები..უნდა წითელი ფერი მუსიკაში... უნდაა სისხლისფერი წითელი...ჩემი სისხლის ფერი... მწოვს...უაზრო დღე,... მე ვეთამაშები ჭადრაკს ჩემს სხეულს შიგნიდან,,, უაზროაა აბა რაა არის.. მე ხომ არ ვიცი კარგად თამაში... ძაფებით ვიჭერ გარეთა სამყაროს.. მაგრამ წყდებაა.. თოკიც ვერ დაიჭერდა,..თავხედი ბავშვები დარბიან გარეთ.. ანდაც იქნებ ბავშვია და მრავლობითს ვგრძნობ მისი უაზრო სიჭარბის გამო...ააა ტანგოო.. ტანგოო ან ვალსი... აჰ... იქნებ არცერთი... მე ხომ ვცივდები... ისევ უაზროდ წავედი... ხვალ !!!! იქნებ ხვალ მოვიგონო აზრი.... სურათებს ვუღებ წინ ხედს... აჰ... თუმცაა ეს თვალებიაა... ანუ ვიმახსოვრებ... იმედი მაქვს ოდესმეე დავბეჭდავ თვალით დამახოვრებულს...მაგრაააააამ ”MEMORY IS FULL"... 


რაღაც დამცინავად იყინებაა ჩემი სული... ასე მგონიაა ყინულებით სავსე კუპრში ჩამაგდეს და მხოლოდ სული მეყინება... მხოლოდ ის... სხეული კი თბილიაა თბილიიი..... ტკვილი-სიცივეე სულის მიღმაც აღწევს... სხეული კი ისევ თბილიაა თბილიი... ცრემლი ათბობს... ასველებს.... თვალები სავსეაა წყლით... ყელში გაჩხერილია რაღაც წვეტიანი... ნემსივით მერჭობა.. მერჭობაა ისეე თითქოს სულის და სხეულის გაერთიანებს ცდილობს... თითქოს უნდა რომ კანში შეაღწიოს სულმაა და იქ გათბეს...კანის სითხელე კი მას ამის საშუალებას არ აძლევს...თვალები კი იცლებაა წყლით... ჭორფლებს აბუნდოვნებს...მერეე კანზე შრება... და შიგნით აღწევს... რომ შიგ დაიბუდოს...მე მეე შიგნით ისევ ვიყინები... კანკალი მიტანს და ვყვირი.... ვყვირიიი.... მაგრამ ხმა წყდებაა ისე თითქოს მაკრატლით მაჭრიან ხმის ჟღერადობას....


მაინც დავკარგე შეგრძნებები... იმდენად დავკარგე, რომ აღარც კი ვეძებ... მივშტერებივარ ჭერს ან ეკრანს ან კედლებს ან თვალებს ვხუჭავ და თვალედახუჭული ვუყურებ იმ სიბნელეს, რომელიც თვალების დახუჭვისას წარმოიქმნება ხოლმე...ჰმ.. თქვენ კი კმაყოფილდებით ცხოვრებისეული სათამაშოებით...იცინით უაზროდ.... და ტირით.. იქნებ აღარც ტირით... ნუთუ არ დაგიძველდათ ”სათამაშოები”... ჩვილი, რომელიც ჯერ არ დაბადებულა უფრო მეტს გრძნობს თითქოს ვიდრე მე... იქნებ მცივა და იმიტომ... ან იქნებ უბრალოდ დავიღალე,,,...დავიღალეეე!!! ჩემში კი ტირის ვიღაც ბავშვი... არაა მე არ ვტირი ვიღაც სხვაა.. მაგრამ არ ვუსმენ... ამ ბავშვმაც ისე მომაბეზრა თავი, როგორც სხვა ყველაფერმა...

No comments:

Post a Comment