Friday, October 26, 2012

დიახ! მე,ც


მიდი-მოვდივარ... არც კი ვუკვირდები ჩემს ასვა -ჩასვლას...  აღარ ვუფიქრდები ყოველი წამის უაზრობას-უძრაობას... ერთი შეხედვით აფორიაქებული ცხოვრებით ვბოდიალობ აქეთ-იქით.. სახლში დაბრუნებული, ყავა მირთმეული, სუხარშეჭმული ვწვები გულით ლოგინზე.. აღარც ვიღლები როდის დამეძინებაზე ფიქრით...მარტივად დაძინება ვისწავლე.. სიზმრებ გამოვლილი ვდგები და ისევ მივდი-მოვდივარ.

ჩემი თავი აღარ მელაპარაკებაა უკვე დიდი ხანიაა... რატომღაც აღარც მე ვეძახი მას... რაღაც კი მაინც გუბდება ჩემში შიგნით.. არ ვიცი სად, სხეულის რომელ ნაწილში, მაგრამ ყრუდ ვგრძნობ მალე ეს გუბეები მთელი სხეულის კედელს მოედება... 
რა უცნაურია.. ვიღაც სულ დამყვებაა.. უნდა, რომ დამეწიოს, უნდა რომ მე მიმიერთოს და ჩემით გააგრძელოს აქეთ-იქით სიარული.. უნდა ,რომ გამაღვიძოს.. გამახსენოს... შემომარტყას... შემაჭანჭყაროს...მაგრამ ძალიან აჩქარებული დავდივარ...თანაც თითქოს დამალობანას ვეთამაშებიო, ზოგჯერ ისე მეძებს.. მაგრამ მე კარგად ვიმალები.. განსაკუთრებით შტორმში..მზეში კი ჩრდილებზე დაბიჯებით ცდილობს შემახსენოს ჩემი ”მე”..
ფიქრები წყდებიან და ვერ ვასწრებ მე მათ წაკითხვას...  ამიტომ ბოლომდე ვერ ვხვდები რა მინდაა..არა! ვტყუი... ვიცი, ზეპირად ვიცი.. 
აჰ ბროწეულს შევჭამდი.. მინდა მთელი ტანით ამაჟრჟოლოს.. იქნებ რამე ვიგრძნო... იქნებ რამე გამაახსენდეს...
რატომ გინაწილდებათ ამდენი შეგრძნებები სხვებს.. მე კი ცარიელს მტოვებთ,.... ჩემი შექმნილი გრძნობებიც კი წაიღეთ და მიიწებეთ...არადა პირიქით ჩანს..  გაუმაძღრებს ჰგავხართ.. თუმცაა არც ეს მაყენებს ტკივილს.. არადა დავიფიცე აღარ დავწერ - მეთქი... მაგრამ გასამართლებლად ფიცის ურწმუნობა მომყავს..
ეს ყველაფერი თქვენს გამო დამემართა.. ვიფიქრე გამაფერადებდით.. მარაა შავ-თეთრად მაქციეთ... ვფიქრობ მალე ან თეთრით ან შავით დამაკმაყოფილებთ მხოლოდ.. არაფრები ხართ.. მხოლოდ ფეხებს აფართხალებთ.. თავიდან საინტერესოდ გამოიყურებით.. მაგრამ რაც უფრო გიახლოვდებით, მით უფრო ვერ ვხედავ თქვენში რამე გემრიელს... ალბათ ამიტომაც არის,რომ ერთი ჩაის ჭიქა ყავაც აღარ მაკმაყოფილებს დღეში....თქვენ იღებთ ფუნჯებს მრევთ წყალში, როგორც ეს აკვარელშია, თუ როგორც არის და შემდეგ იწყებთ დაფერვას თქვენივე თავების...  არ გიხდებით.. თანაც საღებავებივით მეც გავთავდები... 
აღარც წარსული მაკმაყოფილებს... უფრო სწორად, რომ ვთქვა აღარც წარსულზე ფიქრი მაძლევს სიამოვნებას.. აწმყოზე კი საერთოდ ვერ ვხვდები ვერაფერს...
ჩემი სახის ნაკვთებმაც ჩემდა უნებლიეთ დაიწყეს გაბრწყინებებიი.. ჩემ გარეშე არაბუნებრივად გამოსდით..
დღესაც ჩვეულებრივად ავდექი..თუმცა არაა, არაა მე არ მეძინა გულ-აღმა..უცნაურია უკვე მეორედ დამჩემდა სიმაღლის შიში სიზმრით... საღამომდე ყელში მიღიტინებდა რაღაც... მერეე კი ვიგრძენი როგორ აივსო წყლით ჩემი სხეული და გუბედ იქცაა... ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდაა... რატომ ვმძიმდებოდი... რატომ ვსველდებოდი შიგნით...რატომ მინდოდაა მეყვირა და წყალი პირიდან ამომეღვარა.. საბოლოოდ  გუბეები თვალებით ამოვიშრე და სხეულის კედლები შეშრა... და ახლაა გარედან დავასველეე ჩემი კანი...ეს იყო შვება...  ეს გავდა ტვინის ამობრუნებას.. გულის ცემის დაბრუნებას..
და მე გამახსენდაა რა მჭირდება, რა მინდაა .. ეს გავდა ერთგვარ აღსარებას საკუთარ მე-სთან.. როგორც ჩანს იმ ვიღაცამ მაშინ მიმიერთა, როცა მე ჩამოვჯექი სკამზე... ჰაჰ მაინც დამეწიაა... და გუბეებმაც სწორედ მაშინ ამოხეთქეს, როცა მან შემომარტყა..როცა მან დამასტუკა..
მე,ც მინდა მიყვარდეს, ძალიან მინდა..
მე,ც მინდა ვგრძნობდე ძალიან მინდა...
აი რა მინდა! სწორედაც, რომ მინდა მიყვარ-ვუყვარდე..
მე თქვენზე უკეთ შემიძლია ამგვარი ფრენა... თქვენზე უკეთ გამომივა..
დიახ!

No comments:

Post a Comment