Thursday, June 6, 2013

ლაყბობა


რას ვიფიქრებდი, რომ იმ დროში დავიწყებდი წერას რომელ დროშიც საერთოდ ვერ ვგრძნობ  წერის ხასიათს..
საკუთარი კანი გამექცა სადღაც და არც კი ვცდილობ დავეწიო მას...

უჰ დამღლელია ეს ყველაფერი...   რაც ყველანაირი გრძობა გამოვცადე, იმ ბუნდოვან გრძნობებს ვეძებ ჩემში რომლის სახელების დარქმევა „ცოდვად“ ჩამეთვლებოდა..
მაგრამ მგონი ეს შეგრძნებებიც  იმ გაქცეულ კანს გაეკიდნენ...
უკანობას აქვს ერთი პლიუსი მაინც... ----- კოღოს კბენას ვერ ვიგრძნობ..
როგორც ჩანს არავინ მოიძებნება დედამიწაზე ისეთი, რომელსაც ჩემი დანახვისას წამოცდება სხეულიდან--„ჰეი შენ გეძებდიო“.... არაუშავს...
გავ-20-დი და ამის მერე სულ გაოცებული ვივლი.... „ჰმ, რატომ ფიქრობენ ადამიანები, რომ ყოველ წელს ახლიდან იბადებიან?“ ჩავფიქრდი ლორდ ჰენრისთან ერთად..
წასვლა მინდა და წავალ კიდეც... დედამ უნდა გამიგოს ... მომავლის აზროვნება აქვს..
ავიღებ საკუთარ სხეულს და წავალ...
ადამიანებს ბედნიერებას ანიჭებთ თანხმობა მათი აზრის მოსმენის შემდეგ... ჰოდა მეც დავეჩვიე თქმას.. „დიახ,თქვენ მართალი ხართ“... მათაც უხარიათ.. საკუთარ თავში ძალა ემატებათ... არადა მათ ხომ დაკარგეს  ნამდვილი სიამოვნების მიღების შანსი..
ფილმების ცოდნა არ ნიშნავს განათლებას!... არ ნიშნავს, რომ შენ ჭკვიანი არსება ხარ... ! ფილმებამდეც არსებობდნენ ადამიანები... შენს აზროვნებაში უნდა არსებობდეს სინათლე...  აჰ... არც  ბევრი წიგნის კითხვა ნიშნავს --- სიჭკვიანეს... ( ჩასაქოლად გეჩვენებით)  შენ უნდა აზროვნებდე წიგნივით... 

ფილოსოფოსები... აჰ.... ფილოსოფოსებს უყვართ ფილოსოფოსობა...  ფილოსოფია მიყვარს... დიახ მიყვარს.... მაგრამ არ ვკითხულობ... მხოლოდ ჩემში და სხვა საინტერესო არსებებში ვკითხულობ..
დიახ.. თქვენი შექმნილი დედამიწა არც ისე საინტერესოდ მეჩვენება,...
არაფრობის თეოირია... --- სამყაროს ‘’რეალობას“ შეეფერება...
საოცარი სურვილი მაქვს რაიმეს დალეწვის.. და შედეგ მივეცემოდი დიდი რაოდენობით ძილს...
დასალაგებელი ვარ!!!  მივდივარ- მოვდივარ, მაგრამ მაინც ერთ ადგილზე ვდგავარ.. ხელს რასაც მოვკიდებ ყველაფერს ვაფუჭებ... უკვე დიდი ხანია ნახატების, პროექტების და ყველაფრის ბოლო მომენტში გაფუჭებას დავეჩვიე...  რაღაც არ მყოფნის ჩემში... ეს რაღაც მართმევს სუნთქვას, გონებას, კონტროლს... თვალებიც კი აღარ მემორჩილებიან.. და თითქოს ბოლოში ყველაფრის გაფუჭება ბედნიერებას მანიჭებს...  აჰ ალბათ ეს  იმიტომ მ რომ სხვები იღებენ ბედნიერებას ჩემი გაფუჭებული ნამუშევრებისგან და თავიანთი უფრო მეტად მოსწონთ... არა! რა თქმა უნდა მათი სახეები ნამდვილად არ არის ჩემთვის ბედნიერების მომნიჭებელი.. 
ესეც ჩავლის..
ცხოვრებაში  ხომ ყველაფერი ხდება ან არც ხდება... თუმცა ყველაფერს თავისი ხიბლი ჰქონია..

ჰუჰ!! დღეს პირველად გაისმა ჩემი ნახატის  მიმართ ასეთი მიმართვა „ რა საშინელებააა!! რა უბედურებაა!!“..“აღფრთოვანებული“  ლექტორი ისე აღელდა თითქოს წარღვნა მოევლინა სამყაროს მეორედ და ნოემ კიდობანში არ შეუშვა ამ სიტყვებით „მაპატიეთ თქვენ უკვე გვყავხართო“.. ცხოვრებაში პირველად მოხვდა ჩემს ნახატს ასეთი წიხლი... სუნთქვა შემეკვრა... არ ვიცი რა მეტკინა ის რომ ნახატი წამიბილწეს სიტყვიერად თუ ის მე რომ ფუნჯით „წავბილწე“... ლექტორის კითხვაზე „რატომ ვერ დახატე“ მინდოდა მეპასუხა, ისე როგორც არაფრის თეორიაშია---

მე გეუბნებით: რომ მოთმინებითა ჩემითა უკვე აღმომხდა სული ჩემი, და რომ საოცარი სურვილი მაქვს არაფრის თქმის და „არაფრის კეთების“ „

No comments:

Post a Comment