ჰაჰ!
ოჰ ეს უთქმელი ფრაზები.. ბედნიერება “ადამიანია”..ვიპოვით ხოლმე ადამიანს, რომელიც სრულად ბედნიერს გვხდის, მაგრამ არ ვეუბნებით, რომ სწორედ ის არის ბედნიერება.. ჰაჰ, იმიტომ, რომ ეს შენი “ბედნიერება” სხვანაირად გაიგებს...
- ანა, ანა, ანააა!! გაიღვიძე.. დღეს შენ მიდიხარ...მიი-დიიი ხააარ!!
.. და თვითმფრინავიც ისე აფრინდა, როგორც წარმომედგინა.. ღრუბლები, რომლებიც ყოველთვის ბამბებს მაგონებდნენ, ან მეტიც ბამბის ნაყინს მეტი სიტკბოებისთვის, ხელშეუხებელი აღმოჩნდა.. სწორედ ამ “ბამბის ნაყინში” მოძრაობდა ჩემი თვითმფრინავი ისე, რომ შაქრის სიტკბოება არც კი მიგრძვნია..
ოჰოო, და მიწაც გამოჩნდა.. ზემოდან გზები ხაზებს მაგონებს, რომლებზეც ვერც კი დადგამ ფეხს...და რას წარმოვიდგენდი , რომ ამ ხაზზე ორი ადამიანი ერთმანეთს შეხვდებოდა და ორივეე ერთად დაეტეოდნენ...
-ანააააა! ანააა!!! ნუთუ ეს შენ ხარ...
- ნუთუ? არა არაა ეს მართლა მე ვარ...
ძალიან გამიხარდაა მისი დანახვა, მაგრამ როგორც ყოველთვის ვერ გამოვხატე ... მაგრამ კიდევ კარგი ჩემი ძველი “ჟესტი” მოვიშორე თავიდან და არ წამომცდა უაზროდ “კაი, გავიქეცი მეჩქარება”.. ვერასოდეს გამეგო სინამდვილეში სად მეჩქარებოდა..
- გცალია??
-კი, ანაა... ))
(ნახეთ რა გაოცებულმა მიპასუხა?!... ჰაჰ არც მე ველოდი ჩემგან მაგ კითხვას.. )
ჩვენმაა ფეხებმაა ნელა დაიწყეს სიარული.... ერთმანეთის სახე ერთმანეთს უღიმოდა... ვიხსენებდით წარსულს.. და გვიხაროდაა აწმყო და მომავალი... ჩვენ ორივემ ხომ ვიცოდით, რომ ამ უცხო ადგილას ხშირად ერთად ვიქნებოდით ... ამაზე უკეთესსს ვერც კი ვინატრებდით...
- აქ ცხოვრობ ანა?
- ჰმ,, კი,.. დღეს ვიქირავე.. შემოხვალ?
-რაჰ? არა იყოს სხვა დროს... ჩვენ ხომ ახლაა დროს ჩვენ თვითონ ვამოძრავებთ არაა>>> ?!
ჰოდა ხელის ჩამორთმევით დავემშვიდობეთ... ორივეს ყოველთვის გვეცინებოდაა ხელის ჩამორთმევაზე, მაგრამ მხოლოდ მაშინ როცაა ეს მას და ჩემ შორის ხდებოდაა.. ...
ჩემი სახლი რაღაც უცნაურია. თითქოს სხვა მხრიდანაც აქვს შესასვლელი, მაგრამ მე არ ვიცი.. არაუშავს, პირველი დღისთვის არააა ურიგო...
რა თქმა უნდა, არ მიყვარს სინათლე .. ღამით განსაკუთრებით.. დივანზე წამოწოლაა გადავწყვიტე, ისე რომ სინათლე არ ამინთია...ბალიშიც რბილად მომეჩვენაა და თვალებიც მივხუჭე...მუსიკაა კი მოძრაობს ოთახიდან ჩემს ყურებში და ყურები კი თითქოს უბიძგებს ტუჩებს, რომ აყვეს მუსიკის მელოდიას.. თითები კი თითქოს უხმოდ უკრავენ მას..
ისეთი გრძნობა მაქვს ბალიში დივანზე კი არა ვინმეზეც დევს...მერე კი თმაზე ვგრძნობ მოძრაობას თითების,... ჩემს თითებზეე ვიყურები და ვხედავ, რომ ისინი არ თავხედობენ ჩემს თმაზე... როგორც ჩანს ვიღაცას უპოვიაა სხვა შემოსასვლელი... და მე ესეე პერანგის ამარაა წამოვხტი...
- შეეენ?!!
- ანააა... ვიცი წეღან დაგემშვიდობეე.. მაგრამ შემდეგ ვფიქრობდიშენს შემოთავბაზებაზე სახლში შემოსვლის თაობაზეე... და აი როგორც ხედავ თანახმაა ვარ.. მე აქ ვარ..
- გადაწყვეტილებაა სწრაფად უნდაა მიიღო ხოლმეე...
-ხო ვიცი იდოტი ვარ, იქნებ კრეტინიც... თანაც თავხედიც... მე ხომ გაუფრთხილებლად მოვედი.. მითხარი რომ არ მიბრაზდები... ანაააა!!!
- ადამიანები ასეთ რაღაცებს შეურაცჰყოფად იღებენ და იმიტომ ბრაზდებიან... მე კი არ ვგრძნობ შეურაცჰყოფილად თავს... მე უბრალოდ არ მესმის რატომ მიყურებ ასეთი თვალებით...
- არაფერი უბრალოდ... პერანგი..
- ჰო.. ვიცი მიხდება... (ოჰ ეს "თავმდაბლობა" ))
-ანააა...
-გისმენ..
-ცუდად ვარ.. მიშველი?
- შენ! შენ! ყოველთვის ცუდად ხარ! შენ ყოველთვის გინდოდაა წამოსვლაა იქიდან..თავისუფლად ყოფნა.. აჰააა და ხარ ისე, როგორც გინდოდა.. ნუთუ არ ხარ ბედნიერი?! როგორც ჩანს ტკივილიც ბარგთან ერთად ჩაალაგე და წამოიღე.. იქნებ არც იცი რა არის ბედნიერება შენთვის....
- შენ იცი?
- მე, მეე>? მე ხომ იმდენად სულელი ვარ, რომ უკვეე აღარც მტკივაა.,... სიგიჟეა.. ფეხაკრებით დავდივარ, რომ არ გამომეღვიძოს... რომ არ მეტკინოს ისევ... მე ალბათ არც ვიცი რა არის ჩემთვის ბედნიერება... ერთხელ ვიყვირე და ეს ტკივილი ყვირილს გავატანე.. მაგრამ ზოგჯერ ექოებად მიბრუნდება უკან და მჩხვლეტს...
- ნუ უსმენ ამ ექოებს...
- მე ვერ ვაკონტროლებ ჩემს ყურებს...
- აქ იცი მათი ენა...??
- არაა.. მე არ მესმის მათი და მათ ჩემი... ასე ვიყავი ჩემთანაც მიუხედავად იმისა, რომ ერთსა და იმავე ენაზე ვლაპარაკობდით... მაგრამ მე აქ უკეთ ვარ და არ ვაპირებ ამათი ენის სწავლას,.... ვეცდები ჩემი ენა ვასწავლო და მოვისმინო მხოლოდ ის სიტყვები, რაც მე მესიამოვნება...
- ასე აღარ გეტკინება?
-სადღაც კი,....
- ანუ სრული ბედნიერებისთვის გჭირდება რაღაც სხვა?
-კი..
-რა?
- ადამიანი
- ჰაჰ...
პირისპირ ჩამოვუჯექი მეც იატაკზე... იმ თვალებით მიყურებდა, რა თვალებითაც ადრე... ვგრძნობდი, რომ ეს თვალები იმ ექოებს ახშობდა...
- ანაა.. გენატრებაა ვინმე?
- არაა.. შენ?
- მე.. მე არავის ნახვა არ მინდა.. იმიტომ , რომ ყველაფერი აქ მყავს.. ადრე შეხების მეხსიერება ოდნავ ამსუბუქებდა მონატრებით გამოწვეულ უარყოფით განცდას. ახლა კი..
- გახსოვს მითხარი, რომ არქიტექტურა არაფერია... მე დაგეთანხმე... მაგრამ რომ არაა არქიტექტურა, ჩვენ ვერ შევხვდებოდით კუთხეში ერთმანეთს... ჩვენ არაფრობაში ვცხოვრობთ ... შენ კი ეძებ გზებს დასასრულისთვის,... ნუთუ არ იცი, რომ არ არსებობს არც დასაწყისი და არც დასასრული...?!
- დასასრული მარტივია.. მოვკვდებოდი... მაგრამ ახლაა სიკვდილიც მეზარება.. მოდი ვიყვიროთ, ერთად ვიყვიროთ ანა!!... იქნებ გაგვიგონ! არა! მათ მხოლოდ ერთმანეთის ესმით.. ან არც!
- იქნებ სიკვდილი არ არის დასასრული... ?! შენ დასცინი გარშემო მათ უაზრო ხმაურს... მეც მეც დავცინი, სიტყვზე მენდე... მაგრამ არ ვიმჩნევ მათთან... შენ კი შეგიძლია ხმამაღლა ფიქრი...
- შენ შეგიძლია ანაა ისუნთქო ნახშიროჟანგით და გამოყო ჟანგბადი. რომლითაც ჰაერს ავსებ.. გესმიის?! შენით სუნთქავენ...
- მე ღმერთი არ ვარ!
- შენში ნოტებია.. მელოდიაა.. რომელსაც შიგნით უსმენ.. იქცევი გიტარად და შენზე შენით დაუკრავენ.. და ჰარმონია დაისადგურებს ანა-რქიაში.. შენშიაა ცოცხალი ბეთხოვენი...რახმანინოვი...და უკრავენ სინქრონში შენივე ცხოვრებას...
- კამიკაძე ხარ! საკუთარ მე-ში იფეთქებ თავს...
- მართალი ხარ, ანაა!!! შენ კი ოკუმპანტი ხარ!! ისუნთქავ სამყაროს ფერებს, თვალებში მიგაქვს და მე კი უფეროდ ვრჩები... ეგოისტი ხარ!! როგორ მექცევი ასე... სუნთქვა მღლის ზოგჯერ კი ისე მერთმევა ჟანგბადი , რომ მის დაჭერას ვცდილობ..
-იქნებ მაღლაც არიან?! იქნებ მათ ცა მიწად გაუხდიათ?! და ჩვენზე დადიან.. გვტკეპნიან... იქნებ იმიტომ გვერთმევა ხოლმე სუნთქვა?... ხშირად კი ვგრძნობ, რომ მე დავდივარ ვიღაცებზე... მთელავ მათ... არ მინდაა !!! არ მინდა ცასა და მიწას შორის ვმოძრაობდე მხოლოდ...დღეს სარკემ დამანახა ჩემი სული... ის ისეთი თვალებით მიყურებდა, რომ.... არა! მას არ ჰქონდა თვალები .. მას არც ფერი ჰქონდა.. უაზრობამ მოიტანა რაღაც მტვერი და მე ეგ მტვერი დავინახე სარკით... ოდესმე მოგისმენია სიჩუმისთვის?
- სიჩუმე არ არსებობს...
- მე ვგრძნობ ხოლმეე როგორ უსმენს ხმაურს...
-ანა გესმის ხმა?... მკვდარი კატის ხმა ისმის თითქოს... გაუგია თავისი 9 სიცოცხლის შესახებ და ახლა მათ გამოყენებას ცდილობს....ამაშიც კია რაღაც მუსიკა... მაგრამ მე ისევ მიჭირს სუნთქვა... ვეჭიდები ჰაერს და ნაგლეჯებს ვაგროვებ ხელებში...
- დალევ წყალს?
-კი..
ავდექი წყლის მოსატანად მივედი.. თავი გაბრუებული მქონდაა... ასე კარგად არასოდეს ვყოფილვარ..
შემოვბრუნდი და
ვიგრძენი როგორ ჩამეხუტა... ვიგრძენი როგორ სუნთქავდაა.. მას აღარ ეკლდაა სუნთქვა... მისი სუნთქვა ღრმა იყო და ჰარმონიული... უცებ ის წყალი დავლიეე, რომელიც მისთვის მიმქონდა...
- ანაა...
ანააა.!!!! აი რა მჭირდებოდა...
- მაპატიე, მაპტიეე.. მე შენი წყალი დავლიე.. წავალ სხვას მოგიტან...
- არაა არაა... მე აღარ მწყურიაა.. აღარ მტკივა...ვსუნთქავ თავისუფლად... მე ვიპოვე ბედნიერება.. შენ ხარ !!
- რაჰ? არაა!! მე არ ვარ ბედნიერება...
- ჩემთვის ხარ!! მე ყოველთვის კარგად ვარ, როცაა ჩემთან ხარ...
- არა არა!! შენ ყოველთვის ცუდად ხარ... ყოველთვის მეუბნები “ცუდად ვარ!”
- ეს გარეგნულად.. თორემ შინაგანად.. მე არაჩვეულებრივად ვარ... მითხარი ანაა.. რომ ხშირად იქნები ჩემს სიახლოვეს... დავიღალე.. აღარ მინდაა ტკივილი...’
- მე აარ ვარ ღმერთი!!
- ხო მაგრამ.. ბედნიერება ხარ!!
უცებ მომვარდაა ხელი მომკიდაა... დაა ...
- მპირდები?
-კი..
-მპირდები? (მანამ არ დარწმუნდაა სანამ მეც არ მოვუჭერდი ხელს)
სრულიად ბედნიერი ვარ!!! ახლა შემიძლია თავისუფლად ამოვთქვა---- ჰაჰ...!!!
No comments:
Post a Comment