Thursday, June 6, 2013

ლილე

(ნაწილი I )



მუსიკა რომ დაიბადა, დაიბადა ლილეც.
ლილეში მთელი სამყარო იყო და მთელი სამყარო იყო ლილეში.. იკვებებოდა საზოგადოებით. ამიტომ ჭამდა ცოტას. უყვარდა ფერებში ფერების დანახვა. ეძებდა ახალ გრძნობებს და სახელებს არქმევდა მათ..გულჩათხრობილი,პოზიტიური, უცნაურად საინტერესო არსება იყო  ლილე...
უყვარდა კითხვაც. თავისებური მკითხველი, თვითონაც წერდა..
არავისთვის წერდა.. მხოლოდ თავისთვის. ან იქნებ საკუთარი თავისთვისაც არ წერდა.. მას უბრალოდ სიამოვნებდაა წერის შემდეგ სხეულში იმ რაღაცნაირი კმაყოფილების გამოყოფა.
- პატარაობაში ისეთი მახინჯი მეგონა თავი, ადამიანებს თვალებში ვერ ვუყურებდი.რაღაცნაირია რეალობა. აი ისეთი მე, რომ არ მერეეალოება.
-ახლა?
-ახლა ვიცი,რომ სირაქლემას უფრო ვგავდი..
ლილე ისევ განაგრძობდა მინის დაორთქვლას.
-ლი, შეეშვი ფანჯრის მინაზე ხატვას.  ჩაგებარებინა სამხaტვროში, თუ ეგრე გიყვარს ხატვა.
- მერე სადღაც გულის მიღმა დამწყდებოდაა, რომ ამ ცხოვრებაში თეატრი გამოვტოვე.
-ანუ ახლა პირიქით.?
-დიახ.
სხარტი აზროვნება ჰქონდა. არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი.. და ამიტომ ზოგჯერ სიჩუმისგან დაღლილმა გაუთავებელი ლაპარაკი იცოდა. ბევრი ფიქრის გამო ხშირად ამბობდა სისულელესაც. ამიტომ სხვებისთვის დაბნეული არსებაც კი ჩანდა.. არადა საკმაოდ ჭკვიანი იყო.. უბრალოდ სიამოვნებდა მათი გაოცებული სახეების დანახვა, როცა თავს იშტერებდა.სასაცილო იყო და სასაცილოდაც მისდიოდა ცხოვრება. ხშირად თავისდაუნებურად ქმნიდა კომიკურ სიტუაციებს.
გარეგნულად არ იტყობდა, მაგრამ პირველობა უყვარდა.
ვერასოდეს ხვდებოდნენ როგორ ხასიათზე იყო.  რა თქმა უნდა, მეგობრებს ეგონათ რომ ამჩნევდნენ მის კარგად თუ ცუდად ყოფნას, თუმცა ისინი ყოველთვის ცდებოდნენ.. კარგი მსახიობი იყო , უკეთესს ვერც ინატრებდა კაცი.. ბევრი ფიქრის პატრონს უნდოდაა რამდენიმე ადამიანის ცხოვრება ჩაეტიებინა თავისში. ამიტომ მარტივ გამოსავლად თეატრალურში ჩაბარება არჩია.მისი გარეგნობა ზუსტად შეეფერებოდა მის შინაგანს. ჭრელი ხუჭუჭა თმა, ქამელეონთვალება, ჭორფლიანი ლილე ყოველთვის გემოვნებიანად, ორიგინალურად გამოიყურებოდა. უყვარდა ინდიელების სამყარო. თვითონაც ინდიელ ნაწნავებიან გოგოს ჰგავდა. ამაყობდა კიდეც ამ მსგავსებით.
თავისი უცნაური გარეგნობის გამო ხშირად ექცეოდა ადამიანების ყურადღების ცენტრში.
- დედა, ზეგ წავიდეთ სოფელში.. ჰაერი მჭირდება.
-ხვალ - უფრო ახლოს არაა?
-არა ხვალ დოროთე უნდა ვნახო.
-ჰაჰ, ე.ი ჰაერიც გექნება. სწავლა ხომ დაგიმთავრდათ?
-ჰო.. მერეე რა მოხდა.. დამირეკა არ გინდა ხვალ „შემთხვევით“ შევხვდეთ ერთმანეთსო. ჰაჰ.. ამიტომ შეხვედრის ადგილი არ უთქვამს..
-აჰ ლი... წასვლამდე უნდა ჩაგისუნთქოს ალბათ. მეშინია მთლიანად არ შეგისრუტოს ეს სიფრიფანა გოგო.
-დედა ჩვენ მეგობრები ვართ, ხომ იცი არა?!
-ჰო , რა თქმა უნდა მეც მეგობრულად ჩასუნთქვა ვიგულისხმე ლი.- ცოტა ირონიით უთხრა დედამ და შუბლზე აკოცა.
ლილეს ხმა არ ამოუღია შესაწინააღმდეგებლად. მანაც გაუღიმა დედას.. უყვარდაა დედამისის ხუმრობანარევი ლაპარაკის ღიმილით პასუხი.
დოროთეც ლილესთან ერთად სწავლობდა თეატრალურში.. სწავლობდა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია.. ის უბრალოდ თეატრალურში იყო. ამბობენ "სიზარმაცისთვის დაიბადა ადამიანიო"- და ისიც ამ დებულებას ზუსტად ასრულებდა.
გარეგნულად უმაქნის, სულელ არსებას მოგაგონებდათ თუმცა ზედმეტად ჭკვიანიც კი იყო.ლილე შემოკლებით მუსიკალურ ნოტ დო-ს ეძახდა. მისი აზრით დოროთე ოქტავას ჰგავდა დო-დან დო-მდე,რომ გადაჭიმულა. როგორც ოქტავაში თითოეულ ნოტს სხვადასხვა ტონალობა აქვს ისე შეეძლო დოროთესაც სხვდასხვა ხასიათზე დამდგარიყო დროის უმცირეს მონაკვეთში. მშვენიერი გარეგნობა ჰქონდა.. ეს მანაც იცოდა. გარეთ, რომ დააბიჯებდა ყოველ ვიტრინაში იყურებოდა ისეთი თვალებით თითქოს რამეს ათვალიერებდესო.სინამდვილეში მხოლოდ თავის თავს. ამ ჩვევას სადღაც ღრმად საკუთარ მესაც  უმალავდა. რომ შეგეხედათ ნამდვილ ხელოვან ადამიანს მოგაგონებდათ. თავისდაუნებლიეთ თბილი არსება იყო. ეს სითბო უყვარდა ლილეს მასში. როგორც თავის თავს ვერ აუვლიდა ვიტრინაში ყურებისას, ისე წიგნებს.. უყვარდაა კითხვა, როგორც წიგნების, ასევე ლილესიც..
ლილესა და დოროთეს შეხვედრა ჩვულებრივი იყო.ან იქნებ არც შეხედრიან ერთმანეთს. თავიდან ისინი უბრალოდ კურსელები იყვნენ. მთელი მათი ურთიერთობა ერთმანეთის გვერდზე ჩავლა- ავლით შემოიფარგლებოდა. იმ პერიოდში სანამ დაუხალოვდებოდნენ ერთმანეთს, ლილე შინაგანად გამოფიტული იყო.. ასე ეგონაა აორთქლდებოდა და გაქრებოდა.. ხშირად ითიშებოდა ამ სამყაროდან და საუბარის დროს ადამიანების აღარ ესმოდა.
ერთ დღეს ლილე პირველად არ დაესწრო თავის საყვარელ ლექციას. მხოლოდ იმიტომ, რომ დროის რაღაც შუალედი გამორჩა. თუმცა თეატრალურში მაინც წავიდა. სადაც შესასვლელიდან მომავალი დოროთე შეხვდა.. ორივე უნებლიეთ გაჩერდა.
- რატომ არ იყავი ლექციაზე?
ცოტა გაკვირვებული ლილე სიტყვებს ეძევდა. ბოლოს მაინც უპასუხა.
- ალბათ იმიტომ, რომ ვინმეს შეემჩნიე ჩემი არ ყოფნა.და მერეე გამკვირვებოდა, რომ ეს ვინმე შენ იქნებოდი.
დოროთემ ჩაიცინა..
- ძალიან საინტერესო ლექცია იყო.. აი ისეთი შენ, რომ არ უნდა გამოგეტოვებინა.
ლილეს ისევ გაუკვირდა. მაგრამ არ შეიმჩნია.და გულდაწყვეტილი სახე მიიღო. დამშვიდობების ნიშნად დოროთემ უნებლიეთ ხელი ხელზე მოუჭირა და წავიდა. ლილე კი გაჩერდა. უცნაური თვისება ჰქონდა. მისი ხელები იმახსოვრებდნენ სხვისას. დოროთეს შეხებისას ხელებმა იგრძნეს რაღაც, რის მიხედვითაც ლილე დაუბრუნდა ამ სამყაროს და გააცნობიერა რომ დოროთე მისთვის ძვირფასი ადამიანი- მეგობარი გახდებოდა. სახე გაუნათდა ბედნიერებისგან..
ამის მერეე დღითიდღე უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს. ბევრს არ ესმოდა მათი მეგობრობის. სჯეროდათ რომ ერთმანეთი უყვარდათ.
მეორე დღეს, როცა დოროთე და ლილე ‘’შემთხვევით“ შეხვდნენ ერთმანეთს, დოროთემ ლილე ისე მიიხუტა, აიხუტა, ჩაიხუტა, რომ თითქოს წლებია არ უნახავსო.
ლილესაც მეტი არ უნდოდა..ამის მერე მთელი დღე კარგ ხასიათზე დააბიჯებდა..
ლილე იმიტომ დაიბადა, რომ დედამიწაზე ეპოვა ჭეშმარიტი ბედნიერება. იგი არასოდეს კმაყოფილდებოდა სიმარტივეებით.. მას მიაჩნდა, რომ ადამიანების ბედნიერებაც სწორედ სიმარტივეებისგან იყო შექმნილი. რაღაც სხვა სამყაროს ეძებდა იგი დედამიწაზე, არაადამიანურ სამყაროს..



No comments:

Post a Comment