Thursday, November 21, 2013

შაირობაი ზურაბისი და ანაისი

ექსპრომტი
ზურაბი: -გადაშენდა ერი,
                  ანა არის შტერი :D
ანა:- გამოშტერდა ზურაბი 
        ანას ადებს ბრალს,
        სხვა ვერ მოუფიქრებია
        აქიცინებს თავს. :))
ზურაბი:- შენი რითმაც მომეწონა
                  არც თუ ისე ურიგო
                  თუ მოვიდა გაბურთავებს
                  თავქიცინა ზურიკო. :)
ანა:- შენი სიტყვა არას გარგებს 
         ჩვენო ბიჭო ზურიკო.
         ფრთხილად იყავ,გაიქეცი
         მეც ხომ უნდა გიჯიკო. :))
ზურაბი:- პოეზიაში მთავარი რიტმია,
                  წყლის სისტემაში "კრანი",
                  შენ მე დამმართე გულის არითმია
                  ჩემო სიცოცხლე, ანი :)
ანა:- გულის არითმიას ვის აბრალებ ვის?!
         შენ ხომ ბავშვივით გული ხშირად გტკინს?!
         სხვა თემაზე ვთქვათ, ჩვენთვის ასე ჯობია
         ამდენი რითმა  ჩვენ ჯერ არა გვქონია. :)
ზურაბი:- თემას რა უნდა ძალზედ ბევრია,
                  არსად მეჩქარება, არსად მიმელიან,
                  ჩემთვის დღეს ყოფნა არაფერია,
                  რადგან მძიმედ ვარ, მაქვს "პახმელია". :D
ანა:- "პახმელიამდე" ტვინია საჭირო
          რომ სასმელს პირი არ დააჭირო.
          სხვა დარდი დღეს შენ  არა გქონია
          "პახმელიობაც" მოგწონს მგონია. :))
ზურაბი:- სვანეთის რაიონი
                  ამბროლაური და ონი,
                  შენი შემყურე ტრიალებს 
                  საფლავში გალაქტიონი. :))
ანა:- გალაქტიონს ნუ მიხსენებ
         თავში ამივარდება
         შენი რიტმის შემყურე
         წნევა დამივარდება. :))
ზურაბი:- გარეთ ვიყავი და უცებ
                  თავს დამესხა რეტი,
                  რა მინდოდა,რად მოვწიე
                  ეს ოხერი სიგარეტი?! :(
ანა:- ამინდია მშვენიერი 
         არ ჩანს არსად მეხი
         ვის ადარდებს შენი რეტი
        ფრთხილად! არ აგიცდეს ფეხი. ))
ზურაბი:- შენს რიტმს აკლია დახვეწა,
                  როგორს ფოლადს გამოწრთობა.
                  რა დავარქვა ამ ყველაფერს,
                  ღადაობა თუ გართობა? :))
ანა:-მე გებუტები ასე ჯობია
        სულ კარგი რითმა არ გამიგონია
        სხვა საფიქრალი მე არ მქონია
        ეს ყველაფერი გართობა მგონია. :))
ზურაბი:- ათას თემას შევეხეთ,
                  ხან ესა და ხან ისა,
                  მაგრამ უკვე მეძინება 
                  და შენც ძილინებისა. :)
                  

No comments:

Post a Comment