Tuesday, October 9, 2012

მერე რა


ორსულად არა ფეხ-მძიმედ ვარ..მერე რა,უბრალოდ მემძიმება ფეხები... დამეღალა მიწაზე, იატაკზე,ზოგადად ”რამეზე”სიარულით... ვივლიდი არაფერზე..რაღაც ჰაერის მსგავსზე.. თუ რა თქმა უნდა ჰაერი ნიშნავს არაფრობას..იმიტომ, რომ დაბიჯებისგან წარმოქმნილი შეხებით მეწვის უკვე ტერფები...
კანის აძრობა ფეხის ქუსლის ზედა ნაწილიდან დამეწყო.. და მერეე სულ ამძვრა..თუმცა ერთი პლიუსი აქვს ჭუჭყისგან დაბერტყავს შენს სხეულს..როგორც ჩანს წარმოსახვა ზედმეტად სიღრმისეულად მაქვს განვითარებული, რადგან შევხედე თუ არა კანს წამი-წამზე მივხვდი, რომ ზედ შეიძლებოდა დამეხატა... ეს იყო ე.წ  პირველი ინსტიქტი მის დანახვისას,თუმცა შთაგონება იმ წამსვე გაქრაა, როცაა  ვიგრძენი როგორ მეწვოდა მთელი სხეული..