Monday, January 5, 2015

გლინტვეინი

ბუხ! 
და ყველაფერი თავის საწყისს პოზიციას დაუბრუნდა.
ფიქრის უწვეტმა მარათონმა საბოლოოდ კულმინაციას მიაღწია.
დიდი ხანია ეკიდებოდა ჩემში ასაფეთქებელს და აფეთქდა.
მთლად ახალი წლის „მაშხალასავით“ ლამაზად ვერ ავფეთქდი, მაგრამ მომეშვა.
შეიძლება ეს იმ ერთი ჭიქა ცხელ ცხელი გლინტვეინის ბრალია,რომელიც ჩემს სხეულში ჩავუშვი.

„ისე არაფერი მიშლის ნერვებს,როგორც ისტორიები,რომელთა დასასრულსაც გმირი საწყის მდგომარეობას უბრუნდება, თანაც მოგებული რჩება“.
ოჰ ეს ადამიანები სასაცილოები, გაუმაძღრები, გიჟური თავმოყვარენი, ტვინ შეშუპებულნი. ათას რამეს მიედ მოედებიან და ბოლოს ან გამარჯვებულები ხდებიან თავიანთი ეშმაკური მანქანებით ან სულაც თავიანთ თავში იკარგებიან.

აი ის ბრძნული ფრაზები, რომლებსაც ცხოვრებისგან იმედგაცრუებული არსებები ასტატუსებდნენ თავიანთ facebook გვერდებზე, მე მხოლოდ მაღიზიანებდა და მეტი არაფერი,თუმცა  როგორც ჩანს ჯობდა წამეკითხა და გონებაში კარგად ჩამებეჭდა.
დღეს სადღაც წავიკითხე „ შენ უნდა დაასწრო, შენ უნდა გაწირო, თორემ სხვა აუცილებლად გაგწირავსსო“.. აჰ მეტი საქმე არ გაქვთ ამ ადამიანებს. გაწირ-მიწირეთ ერთმანეთი, სხვა მუღამი ხომ არ გაქვთ ამ სამყაროში ყოფნის. ეძიებით დეტალებს და სულ გავიწყდებათ ახლანდელი დაბადება და რომ მეორე ცხოვრება არის იმედი,რომელიც ჩვენვე ჩვენივე გულის დასამშვიდებლად შევთხზით.
ჩემი თეორიის თანახმად, შესაძლებელია ადამიანთა განსჯაც და გაგებაც. სხვისი განსჯა თავდაცვის ერთგვარი ფორმაა,რადგან ვინ ცდილობს ჩვენს გაგებას? განსჯა მარტივია, აი გაგება კი იშვიათ ადამიანს შეუძლია.
მოკლედ ფანტასტიკური არსებები ვართ ეს ადამიანები. ის კი დავიმახსოვრე,რომ ზედმეტი გულწრფელობა ეჭვს იწვევს და უფრო მატყუარად გამოიყურება ის ადამიანი,ვიდრე ის ვინც ათასობით ნიღაბს იწებებს. მერე ეს ათასობით ნიღაბშეწებებული ადამიანი მოვა აიდღლიზავს თავის რომელიმე ნიღაბს და შენვე შეგაწებებს. 
სამწუხაროა, როცა ადამიანი ასეთი პრიმიტიულია... კონკრეტულ მასაზე გათვლილი.

როცა გგონია შეგხვდა ადამიანი,რომელიც მთელი არსებით შენში შეუშვი და გგონია შენთან ერთად იფრენს, ნელ-ნელა ხედავ რომ გაფუჭდა, თითქოს ობი მოეკიდა, „მომწვანო ლაქები გაუჩნდა“ და შენ გაღიმებული დაგტოვა. აი მაშინ ხედავ,რომ ეგ მისი ბუნებრივი მდგომარეობა იყო სულ და აქამდე ცდილობდი არ დაგენახა მისი ობიანობა,მისი ხავსი.

როგორც მამა იტყოდა მედალს 2 მხარე აქვსო, და როგორც ანტუანი იტყოდა „ჭესმარიტება ორსახიან იანუსს წააგავს“. ის კი ნამდვილად არ ვიცი აქამდე ბნელ მხარეს გავეცანი თუ ნათელს.

ერთადერთი,რისი თქმაც დანამდვილებით შემიძლია ისაა,რომ პატარაობიდან მოყოლებული დედა მეუბნებოდა მთავარია ადამიანი არ შეგხვდეს შეუგნებელი. არასოდეს ეკამათო შეუგნებელს, ის ჯერ თავის დონემდე ჩაგითრევს, აი იქ კი გამოცდილებით გაჯობებსო.  
ჰოდა დავმარცხდი.


1 comment: