Monday, October 29, 2012

სიზმრის მუღამი


   სიზმარი იყო... და ისიც იყო... მმ... არა არაა მე ვიცოდიი, რომ სიზმარში ვიყავი... იმიტომ, რომ ისიც იყო.. ისევ სითბო იყოო... მისიი აკორდები ჩემს სულს ათბობდაა... მე კი ვეკროდიი ბალიშს... ვეკროდიი და ვცდილობდი არ გამეღვიძა... მაგრამ ხმაა-ური!! ხმაა მანქანების, ხმაა დედის, ხმაა სხვაა ყველასი აღვიძებდაა ჩემს სხეულს...
მე კი ვებრძოდი სიზმარს.. ჩემს თვალებში ისევ დარჩენილიყო იგიი.. და ვცდილობდიი იქიდან არ წაშლილიყოო.. ამიტომ ძლიერ ვხუჭავდი თვალებს.. ვცდილობდიი ჩემში მის დატოვებას.. მაგრამ მაინც ბუნდოვნდებოდაა... ბუნდოვნდებოდაა დაა გაქრაა... ”რა ძნელია დილისთვის მუღამის აღება, როცა სიზმრის გემო ენაზე გადგას”... აჰ ვიღაცამ მწარედ დამასწრო ამ სიტყვების დაწერა... მშურს!
გარეთ შემოდგომამ ფერადი ფერებით შეცვალა ფოთლები.. მე კი შავად ან თეთრად ვღებავ მათ..და ვქმნი ახალ--- შავ-თეთრ შემოდგომას...სამყარო ფერებია, რომელიც ვიღაცამ სრული სიზუსტით შექმნა.. მაგრამ ზოგს არ შეუძლია ამ ფერების დანახვა... ზოგიც სამყაროს სხვა ფერებში ხედავს..შეიძლება ამიტომაც არის, რომ მათ გიჟებს ეძახიან..თითქოს ვიღაცამ დახატა ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ყოველი ნაბიჯი და შემდეგ სპეციალური პროგრამით ანიმაციად აქცია.. 
 მინდა,რომ სულ ღამე იყოს მზეს ნათურად შევცვლიდი როცა მომინდება მაშინ, რომ ავანთო სინათლე.. დილის 7:07 სთ.... მე მე მიხარიაა, რომ შენ გძინავს ..რომ ყველას სძინავს…..მე ვუყურებ როგორ ნათდება.. ვუყურებ ეკლესიის ჩრდილებს როგორ ამოდის ყოველი წვეთის დაწვეთებისას....სივრცე გრძნობა.. ანუ არ მიძინია... 
კლავიატურა პიანინოს კლავიშებს მაგონებს...რომელიც უკრავს ჩუმ მუსიკას... რომელიც ზოგჯერ მხოლოდ სიტყვებს გამოყოფს...რომელსაც უნდაა ხშირად სხვარამის თქმა, მაგრამ სხვას ამბობს...რაღაც უცნაურად არის მასზე გაწყობილი შავზე თეთრი კლავიშები...რაღაც არაორდინალურად და მაინც ღრმა ორდინალურობით ლაპარაკობს დღეს ჩემი კლავიშები...


(amonaridi "xuTsarTuliani saxlis meeqvse sarTulidan")

No comments:

Post a Comment