Wednesday, October 24, 2012

ინდი


მეც ისე რა ვარ..ისე რა..რატომღაც ინგლისურად მეფიქრება ”where is my mind?” და ვფორიაქდები, როცა თავის ადგილას ვპოულობ..  მერჩივნა, რომ სხვაგან ყოფილიყო...რადგან თავის ადგილზე ყოფნით მაინც არაფერს აკეთებს.. არ ვიცი იქნებ სასაცილოა ან იქნებ არც არაფერია, რომ სიტყვები თავისით იწერება და მე უბრალოდ  მივჩერებივარ თითებს, რომლებიც აზროვნებენ ჩემ მაგივრად... ყველაფერი შესანიშნავადაა ჩემთან, მაგრამ რაღაც მაკლიაა რომ ამ შესანიშნაობით ვისიამოვნო....

აცივდა.. რა თბილად აცივდა... სიცივე შედის ჩემში და სადღაც ძვლებს მიკრობია... ასე რომ, მე ვთბები...
სარკეში ჩახედვისას ვამჩნევ, რომ ინდიელს დავმსგავსებივარ და ვუღიმი ჩემს წინ ცნობისმოყვარედ გადმოყრილ თვალებს... მაკვირდებაა და ხელის შეხებით მსინჯავს ისე თითქოს ჯუნგლებიდან ახლახანს გამოეყოს თავი.  მართლაც, რომ აღტაცებული ვარ ჩემში მყოფი ინდიელით...
ჩემს გარშემო ყველა ცუდათააა.. თავის ტკივილით, სიცხით და დეპრესიით აღსავსენი დაიარებიან...მე კი არაფერი.. საერთოდ არაფერი მჭირს.. არც კარგი და არც ცუდი.. უბრალოდ არაფერი//...   ...კიდევ კარგი დეპრესია შეხებით არ გადადის.. მომინდება ხოლმეე სიცხიანი ვიწვეე და ჭერზე დაკიდებულ ჭაღს შევყურებდეე... დილით გაუღვიძებლობის მიზეზიც მომეცემოდა და სინანულის გრძნობა არ დამტანჯავდა, რომ უმიზეზოდ არ გავიღვიძე და არ წავედი..თანაც ცხელ ჩაინს ან ყავას ,რომ მომართმევს თვით ჩემი ძმა.. მაგრამ იმუნიტეტის სიმაღლის გამო სიცხის ”ყიდვა” მჭირდება ხოლმე.. თუმცა ძვირია და  უსიცხოდ ვრჩები.თანაც ჩემი ძმა არასოდეს მომართმევს ჩაის ან ყავას... იქნებ იმიტომ, რომ შემოესრუპება..
დაჭერობანას თამაშს დავეჩვიე, ისე რომ ვერავინ ხვდება, როცა მივსდევ...მე ხომ თვალებით დავსდევ მათ,მერეე თვალებითვე ვიჭერ და ვიმახსოვრებ...  
ახლა აქ არ უნდა ვიყო.. ვინმესთან უნდა ვიყო... იქნებ ის დაიარებაა სადღაც.. ალბათ რამდენჯერ ჩამიარა.. რამდენჯერ ვერ შემამჩნია... გონებაში მასთან ყოფნა მოსაბეზრებელია უკვე... მაინტერესებს როგორი ხმა აქვს... მე მას ჩემი მოგონილი ხმა მივეცი... ალბათ შემხვედრია ავტობუსში, ჩემს მოპირდაპირედ დამჯდარა.. შემდეგ კი უხერხულობისგან შეჭმუხნულა.. ანდაც ვაზვიადებ... ვგრძნობ როგორ მეძებს... როგორ ვჭირდები და როგორ მჭირდება...ერთხელაც დავემთხვევით ერთმანეთს.. უნდა დავემთხვეთ! გარდაუვალია...მე და შენ ”მეშენ” უნდა გავხდეთ.. უჩვენოდ გამოვიფიტებით..
როცა დავდივარ, ან როცა უბრალოდ ვარ, ვგრძნობ სხვა ორ თვალს .. ზოგჯერ ჭუტავს ერთს და ცალი თვალით მაკვირდება... თვალებით მისმენს... მგრძნობს.. მეხუტება.. მიწერს...  რამდენ რამეს მეჩურჩულება. 

არც კი ვიცი რატომ წერენ ჩემი თითები ამდენ სისულელეს... რატომ მივენდე მათ.. თითებს ხომ ტვინი არ აქვს.. მაგრამ თავს რომ აქვს, რა ხეირი რომ?!

No comments:

Post a Comment