
წამოვედი.
უსასრულოდ წამოვედი..
მივდივარ სადმე...
მუსიკა ჩემი ყურებიდან გამოდის და
მერეე სივრცეში იფანტება.
ფეხშიშველი,სუნთქვის ნელი მოძრაობით, უხმაუროდ დავხუჭე
თვალები
და წამოვედი.
კერძოდ, არავისთან წამოვედი. ვგრძნობ მიწის სიშორეს,
ჰაერთან შერწყმას ჩემი სხეულის.. დაღლილობა იბნევა და მე მის გარეშე ვრჩები..
ამობრუნებულა ყველაფერი. ახლა იქ ვეღარც წვიმს, ვეღარც
თოვს.. ამის გამოც წამოვედი. არაფერს ვგრძნობ...
ხელებგაშლილი წამოვსულვარ და უწონადო მდგომარეობით სივრცისაკენ
მივექანები.. თვალების ვერ გახელის გამო ვერაფერს ვხედავ..მეჯახებიან და ვგრძნობ, როგორ
იმსხვრევა ირგვლივ ყველაფერი...იხრწნებიან ადამიანები პირდაპირ ჩემს სხეულზე.. და მე ერთ ცარიალ სივრცეში
მტოვებენ .. გული მიჩქარდება..შიგნით ჩამეღიმა ბედნიერებისგან, რადგან უკან დასაბრუნებელი გზები
თავისით მავიწყდება... მეხსიერებაც სუფთავდება...
ენა მიმწებებია და ლაპარაკის საშუალებას არ მაძლევს.. და ვცდილობ წამწამებიდან
მაინც დავინახო ის ”სადმე” სადაც მივექანები..და ვხედავ ჩემთვის დატოვებულ სიჩუმეს..
გული ძგერს უფრო მეტად... აჰ გასაგებია რატომ
მიმწებებია ენა! ჩემი ხმით ნამდვილ სიჩუმეს დავარღვევ, რომელიც რაღაც მექანიზმით
შენახულა..ვუყურებ ”სადმეს”და ვხედავ,რომ ფასადები თავისით ქრებიან ჩემს უკან.და ყველაფრისგან მიტოვებული ცარიელი რჩება არაფრობა..მე კი ისევ უსასრულოდ ქარივით ვმოძრაობ და მივექანები
არსად..

მათ ჩემი არსებობის არ სჯეროდათ, ჰოდა წამოვედი..
წამოვედი და თან ვტოვებდი ადამიანების ხმებს, რომლებიც
ისე შეწებებულან ჩემში,რომ მეძნელება აფხეკვა.
მათი ჩურჩულიღა შემრჩა ..
ცოტაც და გულის ფეთქვაც შეუწყდებათ ჩემში.. იმედია დედამიწის
სიმრგვალე უკან არ დამაბრუნებს...იმედიაა ახლა არც ვარ მაგ ”დედანატირებ”ქვეყანაზე..
წამოვედი დროის სწორედ შესარჩევად, რომ ახლიდან დავიბადო...
ჰოდა მანამდე ვიბოდიალებ ამ სივრცეში, ხელს მაინც არაფერი მიშლის.. აქ ისე ვარ როგორც
ისინი იმ ბნელ სამყაროში..თვალებ შეკრული.. პირშეკერილი././// მაგრამ მე მაინც ვგძნობ
... და სასიამოვნოდ გაღიმებული სახით ვსუნთქავ ამ არაფრობას . მათი აზროვნება არის
რაღაც უკუღმართი, რაღაც სასაცილო და გაუსაძლისი,...ამიტომ შევცდი, რომ ადრე დავიბადე...
ამიტომაც წამოვედი.
მათ ის თვისებაა ამომიტივტივეს, რომელსაც ასე გულდასმით ვახრჩობდი.
სიზარმაცე! იმდენი რამ მქონდა გასაკეთებელი, რომ ”ჰოპლას” დავიძახებდი... შევყურებდი ამ ჩემს იდეებსა და გაუკეთებელ საქმეებს და თვალებით ვაკეთებდი, თან მეტიც კმაყოფილი გამომეტყველებით ყავას ვწრუპავდი ”უსაქმური” არსებასავით!!!
გამითავისეს!
გამითავისეს!
მიმიმსგავსეს!
გამიმარტივეს!
დამიზეპირეს!
მათთვის გაუგებრად მაქციეს! წამართვეს გრძნობები.. წამართვეს ემოციები... წამართვეს საკუთარი მე-ები..
და გაინაწილეს... დაუკითხავად გამხადეს სხეული და მიმატოვეს.. შემატოვეს ხელების შეგრძნებები.. ამაკანკალეს...
ჩემი ხმა გათიშეს...
და წამოვედი!
ნურავინ გაბედავს წამოყოლას.. მაინც მარტო აღმოჩნდებიან
..სივრცის სხვა განზომილებაში.. ჩემგან შორს... გამოიპიტებიან.. ლეშად იქცევიან.. მე
კი მათი სუნიც კი არ შემაწუხებს!
მოვენატრები? არავისაც მოვენატრები.. შემეჩვევიან ასეთს მოუნატრებლად...
მე აღარც კი ვერევი საკუთარ თავში.. ეს ჩემს გარეშე
- დაუკითხავად წამოვედი...
ახლაც არ ვიცი სად ვარ..
No comments:
Post a Comment