Saturday, October 8, 2011

სა-


   თბილისი.. რამდენ სითბოს გრძნობ ამ სიტყვის გაგონებისას.. :) თუმცა რა მატყუარაა ეს სიტყვა..
მას სიცივის, ტკივილის და უსამართლობის მეტი არაფერი მოაქვს.. უხალხო თბილისი მიყვარს მხოლოდ...
 აქ არავის არავინ უყავრს გულწრფელად.. აქ გაცვითეს სიტყვა "მიყვარხარ", "მენატრები".. არ იციან რას ნიშნავს "მეგობარი"...  აქ ჰგონიათ, რომ მოდაა ყველაფერი... აქ თავისუფლებას სხვანაირად აღიქვამენ.. აქ ავიწყდებათ, რომ ერთანაირი კანი აქვს ყველას... რომ ყველას ადამიანი ჰქვიათ... რა სასაცილოები არიან...



 არის რაღაც გრძნობები, რომლებსაც სახელები არ აქვთ..მტვრიან ქალაქში კი გავიწყდება ეს წმინდა  შეგრძნებები, რომლებიც შენშია..მეშინია მეც არ დამიჩლუნგონ ჩემი გრძნობები.. :\ ყვარელი კი ის ადგილიაა სადაც... მე თავისუფალი ვარ... სადაც მე ვუყვარვარ.. სადაც მე ვენატრები...გულწფელია ყვარელი ჩემთვის...აქ ყველაფერი მარტივია.. აქ შეგიძლია ისუნთქო..ღრმად ისუნთქო...იყურო.. შორს იყურო..აქ ცა სულ სხვანაირია ღამით...უფრო შავი..მეტი ვარსკვლავებით.. თითქოს ზევით გიზიდავს...მიზიდულობის ილუზიას ჰქმნის ზევით სადღაცისკენ...აქ ბედნიერება მარტივია, ვიდრე ტკივილები.. ნეტა დაიხურებოდეს ჰორიზონტები მის გარშემო და მე , შენ ჩვენ, თქვენ ისინი ვინც მე მჭირდებით იქ ჩავკეტილიყავით.. :) იმაზე ცოტა მეტ ხანს ვიდრე მე მინდა.. მეტი კმაყოფილებისთვის.. :)

No comments:

Post a Comment