Saturday, October 8, 2011

..მე "არქიტექტორი"..






ზუსტად 1 წელი ვფიქრობდი სად უნდა ჩამებარებინაა... და მაშინ როდესაც გადაწყვეტილი მქონდა ფსიქოლოგობაა ან მეტიც ფილოსოფოსობა..
ერთ დღესაც მოულოდნელად--ზაფხულში გავიღვიძე და ვთქვი (ალბათ დილის 11 იქნებოდა ) მე მინდა არქიტექტორობა...მიუხედავდა იმისა, რომ ყველამ იცოდა ჩემი შესაძლებლობები ხატვაში და კრეატიულ აზრებში ...და მიუხედავად იმისა,რომ ყველას ეგონა მანამდე სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარებდი..მიუხედავად ამისა,მაინც ყველა გაოცდაა.. უცებ სიცილის ხმა მომესმა.. და დედა ჩამეხუტა..მე მჯერა, რომ ჩემს ოცნებას შენ აიხდენ-ო.. აი დღეს კი მე სამხატვროში ვარ--არქიტექტურული ფაკულტეტის პირველ კურსზე .და ვცდილობ დედას ოცნება ჩემში ავიხდინო.. ...და მაინც რატომ არქიტექტურა? ალბათ იმიტომ,რომ მე მასში ვხედავ ცეკვას, ხატვას, წერას, ფილოსოფიასა და საკუთარი აზრის რეალობაში გადმოტანას.. და თქვენ ,რომ ჩაიხედოთ ჩემსში იგივეს დაინახავთ..ეს მე მაძლევს შევქმნა ჩემებური დედამიწა.. ჩემი მომავლის ცივილიზაცია.. მე მიყვარს არქიტექტურა თავისი სიძნელეების გამო... თავისი სიზუსტის გამო..
ცხოვრებაც ხომ არაა მარტივი...    
თუ ადამიანი მხოლოდ სილამაზეს აღიქვამს,მისით კმაყოფილდება და სიღრმეებში არ იყურებაა, იგი ვერასოდეს იქნებაა სრულყოფილი... არქტიტექტორი კი ჯერ სიღრმეებს ამჩნევს და შემდეგ აკვირდება გარეგანს..თუმცა შეიძლებაა არ იყო არქიტექტორი, მაგრამ სულიერად იყო სრულყოფილი.. იხედებოდეე საზღვრებს იქით... არქიტექტურაა მთლიან ორკესტრს წარმოადგენს... არქიტექტორი კი ამ ორქესტრის დირიჯორია.. მუსიკა, ხატვა,ხაზვა, ფილოსოფია და ყველაფერი რაც კი დედამიწის ირგვლივ და ადამიანებს შორის მოძრაობს, არქიტექტურაში აღიქმება... არქიტექტურა დედამიწის სუნთქვასაც ჰგავს... არქიტექტორი ხელებით ეხება სამყაროს... თვალებით აკვირდება მას..გონებით ცვლის დედამიწის ყდას... და შემდეგ თავისივე შექმნილში მოძრაობს.... ჰოდა მეც მინდა ვიმოძრაო .....     

No comments:

Post a Comment